Sunday, February 16, 2014

სისხლის ბანკი #166 საჯარო სკოლაში.

თბილისის #166 სკოლის სამოქალაქო კლუბ „ეშურველის“ წევრებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლის შესაგროვებლად აქცია განახორციელეს.
კლუბმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაბეჭდეს საინფორმაციო ფლაერები,სადაც ჩაეწერილი იყო დონორის დროებითი და აბსოლიტური უკუჩვენებები.
კლუბის წევრებმა ფლაერები დაარიგეს დიდუბის გამგეობაში,სკოლაში და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში.


ფლაერების დარიგებასა და თემში ინფორმაციის გავრცელებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის,დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომელს ქალბატონ ირინა მურმანიშვილს.
კლუბის წევრები დაუკავშირდნენ ქალბატონი თამთა დემურიშვილის სისხლის ბანკს, დანიშნეს აქციის დღე. 
28 იანვარს სისხლის ბანკის თანამშრომლები ეწვივნენ #166 საჯარო სკოლას სისხლის შესაგროვებლად. აქციას მხარი დაუჭირა #166 სკოლის დირექციამ, რომელმაც გამოყო ოთახი პროცედურებისათვის.
სისხლის ჩააბარა სულ 27-მა ადამიანმა, მათ შორის: დიდუბის გამგეობის წევრებმა, #166 სკოლის დირექციისა და პედკოლექტივის წარმომადგენლებმა, მშობლებმა და სხვ.




შეგროვილი სისხლის მოხმარდება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობის აღდგენის საჭიროებებს.